26 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ილიაუნის მეოთხე სამეცნიერო პიკნიკი და პირველი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდა.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის 60-მდე პავილიონში წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული პრეზენტაციები, საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტები და ინოვაციური გამოგონებები. სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია ყველა ასაკის ადამიანისთვის მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ საქართველოს გუნდი და მონაწილე სკოლები: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42–ე ფიზიკა მათემატიკური საჯარო სკოლა, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს, ქუთაისის #33 საჯარო კოლა, რუსთავის #12 საჯარო სკოლა, ბორჯომის #3 საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა. მათ საინტერესო და სანახაობრივი ექსპერიმენტები წარუდგინეს დამთვარიელებელს და შეეცადნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

იხილეთ ფოტოები