ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე. მთელი არსებობის მანძილზე, ბაქსვუდის ყოველი ახალი სასწავლო წელი ადასტურებს, რომ სკოლის დამფუძნებლებს აქვთ გრძელვადიანი პროფესიონალური ხედვა სკოლის ეტაპობრივი განვითარების შესახებ. ეს ხედვა ემყარება უმაღლესი სტანდარტის ბრიტანულ და ქართულ სააღმზრდელო პრინციპებს. ყოველი აკადემიური, ინფრასტრუქტურული თუ შიდა კულტურული ინოვაცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას საზოგადობის სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად, შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, პასუხისმგებლიან, სამართლიან და წარმატებულ მოქალაქეებად.
ქეთევან ტატიშვილი – დავიბადე ქ. თბილისში, 1966 წლის 17 მარტს. 1983 წელს კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი დავამთავრე და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა და დღემდე სკოლაში ვმოღვაწეობ. ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი ფიზიკასა და მათემატიკაში, ასევე ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი… ფიზიკას ვასწავლი არასრულწლოვან დამნაშავეებსაც… და ვთვლი, რომ ეს სფერო განსაკუთრებით საინტერესოა. მოკლედ, სამუშაო სივრცე ჩემს გარშემო ამ თვალსაზრისით „ერთგვაროვანი და იზოტროპიულია“ J და ყველგან და ყველაფერში ვარ მასწავლებელი – ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო პროფესიის წარმოადგენელი.
ნატა ბიჭიკაშვილი – ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.