servantesis_gimnaziaსერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს  (GESS-Georgian-English- Spanish School )  დაარსდა 2002 წელს. წლების მანძილზე უმაღლესი სტანდარტის სააღმზრდელო პრინციპების  განუწყვეტელი დანერგვის  შედეგად ის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბდა. სკოლას აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. მონაწილეობს ამერიკის ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ყოველწლიურ ტურნირში (USAIYPT), ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონკურსებში (ICYS; Explory), საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტებში  (IEARN). აქვს სასწავლო პროექტები დიდი ბრიტანეთისა და მადრიდის სასწავლო ცენტრებთან (SGI, Elece, Colegio Delibes), რომელთა ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. სკოლას აქვს სურვილი განახორციელოს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და მოხარულია,  რომ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო პროგრამაში ” Chain Reaction”

darejan_lortqifanidzeდარეჯან ლორთქიფანიძე – 1980 წელს დაამთავრა თსუ  ბიოლოგიის ფაკულტეტი. არის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის  სწავლების ხარისხის მართვის მენეჯერი, ბიოლოგიის პედაგოგი, მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი.   რესპუბლიკური და რეგიონალური ეკო-ტურნირების ორგანიზატორი. ბიოლოგიის სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის ავტორი.

 

 

 

inga_nichalidzeინგა ჩინჩალაძე – 2009 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბაკავლავრი ფიზიკაში. მონაწილეობა აქვს მიღებული: TEMPUS-ის პროექტ SALiS მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში; ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტ PROFILES-ის ფარგლებში გამართულ ეროვნულ კონფერენციაში: „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“; აგრეთვე, მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის სამეცნიერო პიკნიკში.