qutaisis_sajaro_skolaქალაქ  ქუთაისის  N33  საჯარო  სკოლა   მდებარეობს ახალგაზრდობის  გამზ. N 60 ქალაქის შესასვლელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სკოლა დაარსდა  1966  წლის    პირველ  სექტემბერს. ამ დროის მანძილზე დაწესებულებას ხელმძღვანელობდნენ ღვაწმოსილი დირექტორები: მიხეილ არახამია, რუსლან ჭოლაძე,  გურამ ქარჩხაძე, დიმიტრი კუტივაძე. ამჟამად სკოლაში სწავლობს 576 მოსწავლე და დასაქმებულია 51 პედაგოგი. სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობაა – 11. სკოლა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ღონისძიებებში, ოლიმპიადებში. კოლექტივი საერთო ძალებით ცდილობს აღზარდოს აქტიური, კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, ესთეტიკურად განვითარებული, ტოლერანტი, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარებადი და საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი პიროვნებები.

suratis-garesheნინო გუბელაძე – დაიბადა ქ.ქუთაისში 1977 წლის 2 აპრილს. 1994 წ. დაამთავრა 33-ე საშუალო სკოლა. 1999 წ. წარჩინებით დაამთავრა ქ.ქუთაისის აკ.წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის ბიოლოგიის სპეციალობა. 2002-2001წწ მუშაობდა სპს „ლამპარის“ კერძო დაწყებით სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად, ხოლო 2000-2006 წწ ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტრეტთან არსებულ მრავალპროფილიანი კოლეჯის მასწავლებლად და ჯგუფის კურატორად. 2011 წლიდან მუშაობა დაიწყო 33-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. არის სერტიფიცირებული ბიოლოგი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

marina_iskakova

მარინა ისკაკოვა – დაიბადა ქ. ქუთაისში 1970 წლის 14 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის N13 საშუალო სკოლა. ასევე წარმატებით დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) ქიმიის ფაკულტეტი. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე. არის ქიმიის აკადემიური დოქტორი, სერტიფიცირებული ქიმიისა და ბუნებისმეტყველების (I-VI კლ) პედაგოგი, 2013 წლიდან არის ჩართული მასწავლებელთა განვითარების სქემაში. ამჟამად მუშაობს ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2013 წელს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ საქართველოს ფორუმში – „პარტნიორები განათლებაში 2013“ და კონკურსში „Microsoft Innovative Educator – Expert” მონაწილეობის შედეგად მიანიჭეს მაიკროსოფტის მასწავლებელ-ექსპერტის წოდება. არის სამი სახელმძღვანელოს, 26 სამეცნიერო ნაშრომის და 1 მონოგრაფიის ავტორი. ჰყავს დიდი ოჯახი: მეუღლე, ხუთი შვილი და ორი შვილიშვილი.

„ჩემი ჰობია ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ ყველგან ვცდილობ მათ დანერგვას. ვატარებ ტრენინგებს.“-მ.ისკაკოვა