2015 წლის აპრილში ფონდი ”საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები”-ის ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი „I – the Young Scientist“ , სადაც პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ 2013-2014 სასწავლო წლის მონაწილე, გორის 12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტით „გზა კოსმოსისკენ“ და 2014-2015 სასწავლო წლის მონაწილე, თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტით „სვანური კარტოფილის აღდგენა-გაჯანსაღება“ მონაწილეობდნენ. მათ განავითარეს „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში დაწყებული პროექტები „მცენარეები კოსმოსში“ და „გამოვკვებოთ მსოფლიო“. გორის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაიოზ საური და გურამ ოთინაშვილი გახდნენ გამარჯვებულები და სექტემბერში გაემგზავრებიან საერთაშორისო კონფერენციაზე მილანში, სადაც წარადგენენ აღნიშნულ პროექტს.