ჯაჭვური რეაქციის კონსორციუმის ორგანიზებით შეფელდის უნივერსიტეტში 2014 წლის 13-14 მაისს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც კონსორციუმის მონაწილე ყველა ქვეყნის რჩეული ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფები წარსდგენენ საკუთარი კვლევის შედეგებით, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განახორციელეს. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარსდგა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ჯგუფი პროექტით „მომავლის ნათება“, მათ პირველი ადგილი მოიპოვეს.