ჯაჭვური რეაქციის კონსორციუმის ორგანიზებით 2015-2016 სასწავლო წლის მონაწილე სკოლებისთვის  2016 წლის 9-10 მაისს გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია პლოვდივის უნივერსიტეტში (ბულგარეთი). აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარმატებით წარსდგა ქალაქ თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი პროექტით „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“.

კონფერენციაზე მონაწილე მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში „ჯაჭვური რეაქციის მანქანის“ მოდელის შესაქმნელად. კონფერენციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა იმუშავეს ერთად, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები, შექმნეს მოდელები და წარუდგინეს დამსწრე აუდიტორიას.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებისთვისაც. „ჯაჭვური რეაქცია საქართველოს“ სახელით მონაწილეობდნენ ქალაქ გორის #12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ალა სანამიანი, თბილისის ნიუტონის თავისუფალი სკოლის ქიმიის მასწავლებელი შორენა სამაკაშვილი, ქალაქ თელავის #4 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მაია ფიცხელაური და ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ეკა გურგენაშვილი. მასწავლებლებმა იმსჯელეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრიორიტეტებზე, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები, გაუზიარეს ერთმანეთს პროექტიდან მიღებული გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები