ბათუმიბათუმის №2 საჯარო სკოლას ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია გააჩნია. 2015 წელს სკოლა 115 წლის გახდა, იგი წარმატებულად აგრძელებს 1900 წლის  26 სექტემბერს 150 მოსწავლისათვის გახსნილი ბათუმის ქალთა გიმნაზიის ტრადიციებს. სკოლაში 101 მასწავლებელია, მათგან 32 სერთიფიცირებული. სკოლას ჰყავს ტრენერი, ღირსების ორდენოსანი და წარმატებული მასწავლებლები. დღეის მონაცემებით სკოლაში 1900  მოსწავლეა. აღსანიშნავია სკოლის წარმატებები რეგიონალური და საქართველო სასკოლო  ოლიმპიადებში. სკოლას საუკუნოვანი ტრადიციების მქონე მომავლის სკოლა უწოდებენ.

მზევინარ იმედაშვილიმზევინარ იმედაშვილი  დაიბადა 1972 წლის 26 იანვარს. 1989 წელს დაამთავრა ბათუმის 28-ე საშუალო სკოლა. 1995 წელს კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. 2003 წელს დაამთავრა ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლა-ეკონომისტის სპეციალობით. 2013 წელს Cisco–ს ქსელური აკადემია ქსელის ადმინისტრატორის სპეციალობით. 1999 წელს დაიწყო მუშაობა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე მუშაობს. ასევე არის სკოლის საინფორმაციო მენეჯერი და ვასწავლი ფიზიკას. „ვარ მრავალი ტრენინგისა და სემინარის აქტიური მონაწილე. ვცდილობ ჩემი მოსწავლეებისთვის ვიყო საინტერესო და ინოვატორი მასწავლებელი.“-მზევინარ იმედაშვილი.

ნანა პაპუნაიშვილინანა პაპუნაიშვილი დაიბადა 1955 წლის 25 მაისს. 1961-72 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის N22 საშუალო სკოლა. 1973-78 წლებში ბათუმის შ.რუსთაველის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგია-ქიმიის სპეციალობით. 1978-81 წლებში დაიწყო მუშაობა ლანჩხუთის რ-ნის სოფ. სუფსისა და წყალწმინდის სკოლებში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. 1981-1994 წლებში  ქ.ბათუმის N1 სკოლა-ინტერნატსა და N13 საშუალო სკოლებში ასწავლიდა ქიმიას. 1994 წლიდან დღემდე მუშაობს ქ.ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად. 1981 წელს დააჯილდოვეს სამკერდე ნიშნით ,,საუკეთესო კომკავშირელ მასწავლებელს“. 1985 წელს კი სამკერდე ნიშნით ,,სახალხო განათლების წარჩინებული“. მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციების და ოლიმპიადების აქტიური მონაწილე და არაერთი სიგელების და მადლობის ფურცლების მფლობელი. 1998 წელს კი დააჯილდოვეს სოროსის გრანტით. 2002 წელს ,,ქიმიის კაბინეტის მოდერნიზაციის“ პროექტში გამარჯვებისათვის მოვიპოვე  სოროსის გრანტი. მიღებული აქვს სერთიფიკატები ,,ღია სკოლების ქსელი აჭარაში“, წკკკა და სხვა. „ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.“-ნანა პაპუნაიშვილი.