skola_mwignobart_uxucesiსკოლა-ლიცეუმი “მწიგნობართუხუცესი” 20 წლის მანძილზე განვითარების შედეგად ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბდა, 2010 წელს განათლების სამინისტრომ წლის საუკეთესო სკოლად აღიარა. სკოლაში სწავლობს 1294 მოსწავლე. სკოლას აქვს სურვილი განახორციელოს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება.  ამ მიზნით ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამჟამად სკოლა ჩაერთო საერთაშორისო პროგრამაში ” Chain Reaction” .

სკოლას აქვს თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კაბინეტ- ლაბორატორიები, სპორტული კომპლექსი, მათ შორის საცურაო აუზი. სკოლაში წარმატებულად მუშაობს პროგრამა “ვისწავლოთ გამარჯვებისთვის”. ამ მიზნით ყველა საგანში მოსწავლეებს აქვთ საშუალება სტანდარტს ზემოთ შეიძინონ ცოდნა. ასევე შექმნილია ცეკვის, სიმღერის ანსამბლები, მხატვრული შემოქმედების ჯგუფები, ჭადრაკის, ფეხბურთის, კალათბურთისა და წყალბურთის გუნდები. სკოლის აკადემიური მოსწრების დონე აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს. მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. სკოლას აქვს პარტნიორული ურთიერთობები გერმანიის, ლატვიის, ჩეხეთის სკოლებთან.

lali_1ლალი ხატიაშვილი – 1979 წელს დავამთავრე ტიბაანის საშ. სკოლა, 1987 წელს დავამთავრე თსუ ფიზიკის ფაკულტეტი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სპეციალობა; 1989 -2004წწ ვმუშაობდი თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებლად; 2004 წლიდან დღემდე ვმუშაობ თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმში ,,მწიგნობართუხუცესი“  ფიზიკის მასწავლებლად. 2012 წლიდან ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

tamar_1თამარ სადაგიშვილი 1982 წელს დავამთავრე თბილისის 62-ე საშუალო სკოლა. 1988 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, გენეტიკის სპეციალობით. 1988-1990 წლებში ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროს მ.ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1990-1991 წლებში ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1990-2007 წლებში ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გენეტიკის კათედრაზე, ასისტენტის თანამდებობაზე. 2002 წელს თსუ სადისერტაციო საბჭოს მიერ მომენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2005 წლიდან დღემდე ვმუშაობ სკოლა-ლიცეუმ “მწიგნობართუხუცესის” ბიოლოგიის პედაგოგად. 2011 წლიდან ვარ სერტიფიცირებული პედაგოგი, 2012 წლიდან კი საუკეთესო შედეგების სერტიფიცირებული პედაგოგი.