სამეცნიერო პიკნიკი, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს 2014 წელის 4 ოქტომბერს ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

სამეცნიერო პიკნიკზე წინასწარ შერჩეული სამეცნიერო ჯგუფები ღია ცის ქვეშ მოწყობილ კარვებში წარმოადგენდნენ სხვადასხვა აქტივობებს, ექსპერიმენტებს და სახალისო ინტერაქტიულ თამაშებს სხვადასხვა დარგის მეცნიერების წარმოსაჩენად. ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას და თანამედროვე მიღწევების გაცნობას.

წლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი გამოირჩეოდა სასკოლო სამეცნიერო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით. პროექტ ჯაჭვური რეაქციის მონაწილე გორის მე-12 საჯარო სკოლების მასწავლებელი ალა სანამიანი და მისი მოსწავლეები საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის – SALiS-ის კარავში აქტიურად ატარებდნენ გასართობ და შემეცნებით ექსპერიმენტებს. კარავს უამრავი ადამიანი სტუმრობდა და ხალისით ერთვებოდნენ აქტივობების განხორციელებაში.

პროექტ ჯაჭვური რეაქციის მონაწილე მასწავლებელთა ინიციატივით ზოგიერთი სკოლა, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS,  ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა, თელავის პირველი საჯარო სკოლა, ცალკე კარვებში იყო წარმოდგენილი. მოსწავლეების და მოზარდების ჩართულობა ღონისძიებაში და ინტერესი ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის დარგების მიმართ მნიშვნელობნად გაიზარდა.

იხილეთ ფოტოები