ბორჯომიბორჯომის № 3  საჯარო სკოლა 1945 წელს დაარსდა. ის მდებარეობს რუსთაველის 79 ნომერში. სკოლაში თავისი არსებობის მანძილზე ტრადიციულად ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების გაღრმავებულ სწავლებაზე. სკოლაში მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუშაობს, რომელიც მუდმივად ცდილობს არსებული სწავლების პროცესის დახვეწვასა და გაუმჯობესებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესში. სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ქალაქის ღონისძიებებში, ოლიმპიადებში. კოლექტივი საერთო ძალებით ცდილობს აღზარდოს აქტიური, კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, შემოქმედი, ინფორმირებული და გარემოსდამცველი, კანონმორჩილი და საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ახალგაზდები. ყოველივე ეს უდიდეს გავლენას ახდენს მოსწავლეებზეც, რაც აისახება მათ მიღწევებზე როგორც ეროვნულ გამოცდებზე, ასევე ეროვნულ ოლიმპიადებზე.

მარინა ლომიძემარინა ლომიძე დაიბადა ქ. ბორჯომში 1958  წლის 28 აგვისტოს. დაამთავრა ბორჯომის რაინის დაბა ახალდაბის  საშუალო სკოლა. ასევე წარმატებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო   ქიმიის ფაკულტეტი. 1980 – 84 წლამდე მუშაობდა ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, ხოლო 1984 წლიდან დრემდე მუშაობს ბორჯომის №3 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგად. არის ქიმიისა და ბუნებისმეტყველების (I-VI კლ) სერტიფიცირებული პედაგოგი, 2012 წლიდან არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. 2014 წლის სექტემბერში ტრენინგები გაიარა  პოლონეთი ვარშავა – კოპერნიკის ცენტრში. ჰყავს  ოჯახი: მეუღლე, ორი შვილი და ერთი  შვილიშვილი.

„ჩემი ჰობია ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.“ – მ. ლომიძე

image001

ეთერ საბაური დაიბადა ქ. თბილისში 1942 წლის 29 მარტს. დაამთავრა თბილისის 58-ე (183) საჯარო სკოლა. შემდეგ კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი – „ბირთვული ფიზიკის“  სპეციალობით. მუშაობდა ონკოლოგიის ინსტიტუტში ფიზიკოს-რადიოლოგად, შემდეგ კი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. ბორჯომში და მუშაობდა რუსულ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. ამჟამად მუშაობს ბორჯომის № 3 საჯარო სკოლაში. ჰყავს მეუღლე,  ორი შვილი და ორი შვილიშვილი.