ქ.ბოლნისის 1-ლი საჯარო სკოლა დაარსდა 1942 წელს და აქვს 72 წლიანი ღირსეული ისტორია. ბოლნისის დღევანდელი სკოლა მემკვიდრეა იმ მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციებისა, რომელსაც ნერგავდნენ თვით ბოლნისის საამაყო მამულიშვილები იაკობ ცურტაველი და სულხხან-საბა ორბელიანი. სკოლაში სწავლობს 730 მოსწავლე. 1-ლი საჯარო სკოლას გააჩნია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ შემოქმედებით-შემეცნებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში და მოპოვებული აქვთ არაერთი გამარჯვება. სკოლაში ჩამოყალიბებულია ფეხბურთის, კალათბურთისა და ჭადრაკის გუნდები,რომლებმაც სკოლას არაერთი გამარჯვება მოუტანეს სკოლათშორის და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში. მოსწავლეები გაერთიეანებული არიან სასკოლო ეკოკლუბ „ეკოლოგში“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რაიონის გარემოს დაცვით ღონისძიებებში.
ლეილა გელაძე – დაიბადა 1965 წლის 19 აპრილს ყაზბეგის რაიონში, 1989 წელს დაამთავრა ჩრ. ოსეთის ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ქ. ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის №1 საშუალო სკოლაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. აქვს 25 წლიანი პედაგოგიური სტაჟი. არის სერთიფიცირებული ბიოლოგიის მასწავლებელი 2011 წლიდან. აქტიურად მონაწილეობს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსებსა და ტრენინგებში. უყვარს მუშაობა მოსწავლეებთან, არის სასკოლო საბუნებისმეტყველო კონფერენციების, პროექტების და საგნობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი.
თინათინ ფრუიძე – დაიბადა 1966 წლის 23 ივნისს, ქალაქ ბოლნისში. 1985-1990 წლებში სწავლობდა ქ.ორჯონიკიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე და მიენიჭა ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1990 წელს მუშაობა დაიწყო ბოლნისის I საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. ამჟამად ამავე სკოლაში აგრძელებს მუშაობას ქიმიის პედაგოგად. არის მასწავლებელთა განვითარების ცენტრის ქიმიის ტრენერი. მონაწილეობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კონფერენციებში, როგორც მონაწილე, ასევე მომხსენებელის სტატუსით. არის ტესტებისა და სავარჯიშოების წიგნის ‘საატესტატო გამოცდები VIII-XI კლ.“ თანაავტორი. 2011 წელს წარმატებით ჩაავაბარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები, ხოლო 2012 წელს მოიპოვა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის სერტიფიკატი ქიმიის ექსპერიმენტალურ ნაწილში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
„სასწავლო პრაქტიკაში ვნერგავ ჩემ მიერ შემუშავებულ სწავლების მეთოდს – თამაშით სწავლება ქიმიის დაწყებით საფეხურზე.“-თ. ფრუიძე