ბაკურციხებაკურციხის სკოლა დაარსდა 1902 წელს ორწლიანი სასწავლებლის სახით, შემდგომ გადაკეთდა რვაწლიან სკოლად. 1965 წლიდან კი საშუალო სკოლად. ამჟამად სკოლაში სწავლობს 311 მოსწავლე, რომელთა სწავლა აღზრდას ემსახურება 35 მასწავლებელი, რომელთაგან 11 სერთიფიცირებულია. ორი მასწავლებელი ფასილიტატორია. 2015 წლიდან სკოლის დირექტორია ამური ხარტონიშვილი. სკოლა აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად სკოლა ჩაერთო საერთაშორისო პროექტ „ჯაჭვურ რეაქციაში“.

ანა ლუაშვილიანა ლუაშვილი  დაიბადა 1952 წლის 15 ივნისს დედოფლის წყაროში. დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. მუშაობდა საჩხერისა და საგარეჯოს რაიონებში ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად. ამჟამად არის ბაკურციხის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი. არის სერთიფიცირებული, გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი. „ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ განათლების სამინისტროს პროექტებში, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.“-ანა ლუაშვილი

 

ნინო სამადაშვილინინო სამადაშვილი  დაიბადა 1951 წელის 27 იანვარს სიღნაღის რაიონში.  დაამთავრა თსუ  ქიმიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობა დაიწყო ბაკურციხის საშუალო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად, 1996-2015 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორი. 1995 წელს მიღებული აქვს სოროსის გრანტი, 2003 წელს კი ღირსების ორდენი. „ჩემი მოსწავლეები ჩართულნი არიან სასკოლო და რესპუბლიკურ პროექტებსა და კონფერენციებში.“-ნინო სამადაშვილი. არის სერთიფიცირებული, გავლილი მაქვს მრავალი ტრენინგი.