აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42–ე ფიზიკა მათემატიკური საჯარო სკოლა 1950 წელს დაარსდა. ის მდებარეობს ჩაიკოვსკის 9 ნომერში. თავისი არსებობის მანძილზე ტრადიციულად ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების გაღრმავებულ სწავლებაზე. სკოლაში სწავლება მე-7 კლასიდან მიმდინარეობს. მოსწავლეთა შერჩევა გამოცდების საშუალებით ხდება. სკოლაში მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუშაობს, რომელიც მუდმივად ცდილობს არსებული სწავლების პროცესის დახვეწვასა და გაუმჯობესებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესში. ყოველივე ეს უდიდეს გავლენას ახდენს მოსწავლეებზეც, რაც აისახება მათ მიღწევებზე როგორც ეროვნულ გამოცდებზე, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე.
ნონა თოდუა – დაიბადა 1965 წლის 5 იანვარს ქ.სოხუმში. 1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სოხუმის 1-ლი საშუალო სკოლა. 1986 წელს დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი. 1987-89 წწ-ში მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის სამეცნიერო სექტორში უმცროსს მეცნიერ-თანამშრომლად. 1989-2008 წწ-ში მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტში უფროს ლაბორანტად, შემდგომ უფროს მასწავლებლად, და ბოლოს ასისტენტ-პროფესორად. 2003 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მაცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42–ე ფიზიკა-მათემატიკურ საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. არის 7 სამეცნიერო შრომისა და 1 გამოგონების თანაავტორი. 2012 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა შვეიცარიაში, CERN-ში ქართველ პედაგოგთა პროგრამა 2012 ფარგლებში. აქტიურად მონაწილეობდა სემინარში “საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილებების მოდერნიზაცია”.
თამარ მელაძე – აკადემიკოს ილია ვეკუა