მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია
15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა პირველი ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტ Chain Reaction – ის ფარგლებში. კონფერენციაში საქართველოს ხუთი სკოლა მონაწილეობდა: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა (თბილისი), სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ (თბილისი), პირველი საჯარო სკოლა (თელავი), კერძო სკოლა ”ქართული სკოლა” (ქუთაისი), მეთორმეტე საჯარო სკოლა (გორი).
კონფერენცია მოიცავდა როგორც სასესიო მუშაობას, ასევე სტენდურ მოხსენებებს. მოსწავლეებმა წარადგინეს კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“ და „მცენარეები კოსმოსში“ განხორციელებისას მიღებული შედეგები, იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ ამ მიმართულებით. მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
მოხსენებებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელშიც ჩვენი უნივესიტეტის პროფესორების გარდა განათლების სპეციალისტები და სხვა უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით საერთაშიროსო კონფერენციაში, რომელიც 2014 წლის მაისში შეფელდში (ინგლისი) გაიმართება, საქართველოს სახელით ბაქსვუდის საერთაშიროსო სკოლა წარსდგება.
იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი
იხილეთ პრეზენტაციები