პროექტი ”ჯაჭვური რეაქცია” საქართველო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს პროექტის მესამე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად. მესამე ეტაპი დაიწყება 2015 წლის სექტემბერში და დასრულდება 2016 წლის მაისში.

პროექტის მესამე ეტაპზე შეირჩევა საქართველოს 5 სკოლა. თითოეული სკოლიდან პედაგოგთა წყვილი (ფიზიკის და ბიოლოგიის, ქიმიის და ბიოლოგიის ან ფიზიკის და ქიმიის) ჩაერთვება პროექტში.

მსურველებს ვთხოვთ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი (ინდივიდუალურად) და CV ა.წ. 26 მაისამდე შემდეგ მისამართზე: chainreaction.georgia@gmail.com.
პროექტის განაცხადის მიხედვით მასში ერთი სკოლიდან მასწავლებელთა მხოლოდ ერთი წყვილი მონაწილეობს. ინდივიდუალური განაცხადები პროექტში მონაწილეობის მისაღებად არ იქნება განხილული.