რუსთავი1953 წელს პატარა ქალაქში, სადაც ისახებოდა ომის შემდგომი ცხოვრება, ბარაკის ტიპის შენობაში გაიხსნა რუსული სკოლა. 1956 წელს სკოლამ იზეიმა ახალსახლობა და ფუნქციონირება დაიწყო ორმა, რუსულმა და ქართულმა სექტორმა. პირველივე დღეებიდან სკოლაში მუშაობდა საქვეყნოდ ცნობილი – მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახალგაზრდების მუზეუმი, რომელსაც სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსული დელეგაციები  სტუმრობდა. 80-იან წლებში სკოლამ სახელი გაითქვა, ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო მოსწავლეებითა და კურსდამთავრებულებით, ისინი ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ. დღეს ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული სასკოლო რეფორმაში, ფეხდაფეხ მისდევს მას და მიღწეულ შედეგებს ნერგავს პრაქტიკაში. 2000 წლამდე სკოლაში ფუნქციონირებდა სამი სექტორი: ქართული, რუსული და აზარბაიჯანული. დღეისათვის ფუნქციონირებს მხოლოდ ქართული და რუსული სექტორი, მასში 12 ეროვნების მოსწავლე და მასწავლებელი მოღვაწეობს. 2003 წელს საქართველოს საგარეო ასოციაციის პროგრამის ,,ვაშენოთ მომავალი“ ფარგლებში სკოლაში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბი, რომელიც მოიცავდა საგანმანათლებლო ტრენინგებს, პროექტების წერასა და განხორციელებას, სპორტულ აქტივობებს. პროგრამამ პროექტების სახით სკოლას მოუტანა არაერთი მატერიალური რესურსი. 2011წელს სკოლაში გაიხსნა სამოქალაქო კლუბი ,,ბრიჯი“, რომელიც PH internation-თან და USAID-თან ერთად ფუნქციონირებდა. 2013 წელს სკოლაში გაიხსნა ,,კინოკლუბი“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. 2013 წელს ფუნქციონირება დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბმა ,,მწვანე დედამიწა“, რომელიც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებსა და აქტივობებში. 2014 წელს სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ლიტერატურულმა კლუბმა ,,წიგნი სიყვარულისა“, ისტორიულმა კლუბმა ,,დავითისანი“. დღეისათვის სკოლაში სწავლობს 520 მოსწავლე, მოღვაწეობს 42 მასწავლებელი, რომლის 60% სერთიფიცირებულია.

ლელა ჭაავალელა ჭაავა დაიბადა 1968 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1991-93 წლებში მუშაობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეს საჯარო სკოლაში, ქიმიის მასწავლებლად. 1995-99 წლებში სენაკი რაიონის სოფელ სეკის საჯარო სკოლაში – ქიმიის მასწავლებლად, 2004 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის №12 საჯარო სკოლაში, ქიმიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. 2012 წელს მიენიჭა ქიმიის მასწავლებლის, ხოლო 2014 წელს ბუნებისმეტყველების მასწავლებლის სერთიფიკატი. არის ასოციაცია ,,ბიო“-ს და ,,პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ წევრი. მონაწილეობას აქვს მიღებული მრავალ საგანმანათლებლო პროექტსა და ღონისძიებაში: მასწავლებელთა III ეროვნულ კონფერენცია ,,უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს“ მომხსენებლად, ასევე მომხსენებლად II ეროვნულ კონფერენციაში ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,სამეცნიერო პიკნიკი“ და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,გაზაფხული-KMO“.

 

მარინა როსტიაშვილიმარინა როსტაშვილი დაიბადა 1963-84 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, ფიზიკის  ფაკულტეტი. 1985-91 წლებში მუშაობდა რუსთავის №24 სკოლაში ფიზიკის პედაგოგად, 1991-96 წლებში №19 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგად, 1996 წლიდან დღემდე ფიზიკის პედაგოგად №12 საჯარო სკოლაში, ასევე 2003-09 წლებში იყო და 2014 წლიდან არის ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. 2000 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტში ,,ფიზიკის ლაბორატორიის აღჭურვილობა“. 2013 წელს მიენიჭა ფიზიკის მასწავლებლის სერთიფიკატი. 2014 წელს მონაწილეობას ვღებულობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „სამეცნიერო პიკნიკი“.