ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ”ჯაჭვური რეაქცია” (Chain Reaction) – საქართველო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად. მეორე ეტაპი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში და დასრულდება 2015 წლის მაისში.
პროექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ პროექტის ქართულ http://chain-reaction.iliauni.edu.ge და საერთაშორისო ვებ-გვერდზე http://www.chreact.eu.
პროექტის მეორე ეტაპზე, ისევე როგორც პირველზე, შეირჩევა საქართველოს ხუთი სკოლა. თითოეული სკოლიდან პროექტში ჩაერთვება პედაგოგთა წყვილი (ფიზიკის და ბიოლოგიის, ან ქიმიის და ბიოლოგიის). პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე წყვილებს ვთხოვთ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი (ინდივიდუალურად) და CV ა.წ. 1 ივნისამდე შემდეგ მისამართზე:chainreaction.georgia@gmail.com.
პროექტის ფორმატიდან გამომდინარე მასში ერთი სკოლიდან მასწავლებელთა მხოლოდ ერთი წყვილი მონაწილეობს.