Skolaშპს „ქართული სკოლა“ 2012 წელს დაარსდა, სკოლა ითვალისწინებს სწავლების პროცესის მიმართ ანალიტიკურ, მეცნიერულ მიდგომას. სკოლაში პედაგოგებთან ერთად მუშობენ მოწვეული სპეციალისტები. სკოლის საქმიანობის ეფექტურობის დასტურია  ჩვენი კურსდამთავრების წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.

kutateladzeთეა ქუთათელაძე  – დავიბადე 1972 წლის 16 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში. 1989 წელს დავამთავრე ქუთაისის #17 საშუალო სკოლა, ხოლო 1995 წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1996 წელს მუშაობა დავიწყე 17 საშუალო სკოლის ფიზიკის პედაგოგად, სადაც დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. 2012 წლის აპრილში პარალელურად მუშაობა დავიწყე შპს კერძო სკოლა „ქართული სკოლის“ ფიზიკის პედაგოგად. მონაწილეობას ვღებულობ მრავალ საგანმანათლებლო პროექტსა და ღონისძიებაში: პროექტი PROFILES – საქართველო – http://profiles-georgia.iliauni.edu.ge/, ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები“-ს მასთან დაკავშრებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე (თბილისი 10 თებერვალი) , ასევე 2013 წლის ნოემბერში ვარშავაში გამართული ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბების III საერთაშორისო კონფერენციის  მონაწილე. ჩართული ვარ პროექტში „CHAIN REACTION“ ჩემს ბიოლოგ კოლეგასთან, ეკა ბარძენაძესთან ერთად.

berdzenadzeეკა ბერძენაძე -1995-1999 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე და მიენიჭა ბიოლოგიის მასწავლებილის კვალიფიკაცია. 1999-2001 წლებში მიენიჭა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2001-2004 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ‘’ლამპარი„ ბიო-ეკოლოგიის ფაკულტეტზე ლექტორ მასწავლებლად. 2011 წლიდან მუშაობს შპს ,,ქართულ სკოლაში“ ბიოლოგიის მასწავლებლად. 2012 წელს წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები.