მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია 2015

ა.წ. 14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტ „ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში.  კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა იღებდა მონაწილეობას:

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კვლევით პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. მოსწავლეებმა კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“, „მწვანე გათბობა“, „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“, „მწვანე ტურბინა“ და „გამოვკვებოთ მსოფლიო“ განხორციელებისას მიღებული შედეგები გააცნეს აუდიტორიას, იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ ამ მიმართულებით. სასესიო მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომელიც სტენდური მოხსენებების დროს გაგრძელდა.

წარმოდგენილ კვლევით პროექტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების სპეციალისტების და მასწავლებლებისგან შედგებოდა.

ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 42-ე სკოლის ორ პროექტს  – “მწვანე გათბობა” და “მწვანე ტურბინა”  მიენიჭა გრან პრი და პროექტის გუნდმა საქართველოს სახელით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ა.წ. მაისში ჰაიდელბერგში (გერმანია) გაიმართება.

წელს ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები ასე განაწილდა:

იხილეთ პროგრამა 

იხილეთ კონფერენციის ფოტოები

იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი

იხილეთ პრეზენტაციები

მწვანე ნათება – პირველი საჯარო სკოლა, ბოლნისი
მწვანე გათბობა – სერვანტესის გიმნაზია აია-GESS, თბილისი
გამოვკვებოთ მსოფლიო – 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – პირველი საჯარო სკოლა, ბოლნისი
მწვანე ტურბინა – 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
გავუწოდოთ ხელი დედამიწას – ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი
თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – სერვანტესის გიმნაზია აია-GESS, თბილისი
თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – 33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი
მწვანე გათბობა – 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
მწვანე გათბობა – 33-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი
სუფთა ენერგია – ნიუტონის თავისუფალი სკოლა, თბილისი
მწვანე ნათურა – 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი