მოსწავლეთა ესამე ეროვნული კონფერენცია 2016

ა.წ. 27 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა დასკვნითი, მესამე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტის „ჯაჭვური რეაქცია“ ფარგლებში.  კონფერენციაში მონაწილეობენ 2015-2016 სასწავლო წელს პროექტში ჩართული საქართველოს ხუთი სკოლა:

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კვლევითი პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. მოსწავლეებმა კვლევითი პროექტების „მწვანე ნათება“, „მწვანე გათბობა“, „თვალი თვალს რომ მოშორდება გული გადასხვაფერდება“ და „გამოვკვებოთ მსოფლიო“ განხორციელებისას მიღებული შედეგები და მოდელები გააცნეს აუდიტორიას, ასევე იმსჯელეს მომავალი კვლევების შესახებ. სასესიო მოხსენებების შემდეგ საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომელიც სტენდური მოხსენებების დროს გაგრძელდა.

წარმოდგენილ კვლევით პროექტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების სპეციალისტების და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისგან შედგებოდა.

ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით ნომინაცია „საუკეთესო კვლევითი პროექტი“ და 9-10 მაისს პლოვდივის (ბულგარეთი) უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა თელავის მე-4 საჯარო სკოლამ, პროექტით: „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“. პროექტი ეხება თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობას ჩვენს ქვეყანაში. თელაველმა მოსწავლეებმა ეს საკითხი დაწვრილებით გამოიკვლიეს და თანამედროვე ნაგავსაყრელის მოდელი თავადვე შექმნეს.

კონფერენციაზე სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:

  • ნომინაცია „ყველაზე აქტუალური კვლევა“ – ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლა;
  • ნომინაცია „საუკეთესო მეცნიერული მიდგომა“ – ბაკურციხის საჯარო სკოლა;
  • ნომინაცია „საუკეთესო მოდელი“ – რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა;
  • ნომინაცია „საუკეთესო გუნდი“ – ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა.

იხილეთ პროგრამა 

იხილეთ კონფერენციის ფოტოები

იხილეთ კონფერენციის ვიდეოჩანაწერი

იხილეთ პრეზენტაციები

თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – მე-3 საჯარო სკოლა, ბორჯომი
გამოვკვებოთ მსოფლიო – მე-4 საჯარო სკოლა, თელავი
თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – ბაკურციხის საჯარო სკოლა, გურჯაანი
გამოვკვებოთ მსოფლიო – მე-12 საჯარო სკოლა, რუსთავი
გამოვკვებოთ მსოფლიო – ბაკურციხის საჯარო სკოლა, გურჯაანი
გამოვკვებოთ მსოფლიო – მე-2 საჯარო სკოლა, ბათუმი
მწვანე გათბობა – მე-2 საჯარო სკოლა, ბათუმი
მწვანე ნათება – მე-3 საჯარო სკოლა, ბორჯომი
თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება – მე-4 საჯარო სკოლა, თელავი
მწვანე გათბობა – მე-12 საჯარო სკოლა, რუსთავი