ჯაჭვური რეაქციის კონსორციუმის ორგანიზებით 2014-2015 სასწავლო წლის მონაწილე სკოლებისთვის  ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 2015 წლის 11-12 მაისს გაიმართა მეორე საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს სახელით წარსდგა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ორი პროექტით: „მწვანე ენერგია“ და „მწვანე გათბობა“ .

გერმანელმა ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდებს შესთავაზეს დაყოფილიყვნენ ჯგუფებად „ჯაჭვური რეაქციის მანქანის“ მოდელის შესაქმნელად. კონფერენციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა იმუშავეს ერთად, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები, შექმნეს მოდელები და წარუდგინეს დამსწრე აუდიტორიას.

იხილეთ ფოტოები