თელავის #1 საჯარო სკოლა1758 წლის 26 ოქტომბერს მეფე ერეკლე მეორისა და ანტონ I-ის თაოსნობით გაიხსნა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა. 1782 წლის 28 მაისს კი აქ დაფუძნდა ახალი ტიპის სასწავლებელი, სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი იყო ცნობილი მწერალი და მამულიშვილი გაიოზ რექტორი. სასულიერო სემინარიამ 1802 წლამდე იარსება. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას თან მოჰყვა სახელოვანი სკოლის არსებობის შეწყვეტა. მხოლოდ 1818 წელს შეიქმნა შესაძლებელი თელავში, გახსნილიყო ახალი, უკვე სასულიერო სასწავლებელი. ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა გიმნაზიამ, შემდეგ ცხრაწლიანმა შრომის სკოლამ. 1939 წლიდან აქ ბინა დაიდო თელავის პირველმა საშუალო სკოლამ. გაიოზ რექტორმა თავის დროზე აღნიშნა: „აქ სათნო კაცად აღიზრდებიან შვილნი და შვილიშვილნი თქვენნი და მომავალნი ნათესავნი“. გავიდა დაარსებიდან 255 წელი და შთამომავლობამ დაადასტურა აზრის სისწორე.


ნანა ჩეკურიშვილინანა ჩეკურიშვილი
– დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობს თელავის #1 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება. გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი.


იზა ჭინჭარაშვილიიზა ჭინჭარაშვილი –
თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თელავის #1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ბიოლოგიაში მასწავლებლის სერთიფიკატი, არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და მასტერკლასი, იყო განათლების სამინისტროს ფასილიტატორი, გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია.

„ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები, ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. არ ვიშურებთ ენერგიას იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება მათ აღზრდაში ჩემი მოკრძალებული  წვლილი შევიტანო“ – ი.ჭინჭარაშვილი.