ბუნებისმეტყველების სწავლებაში მნიშვნელოვან მიდგომას წარმოადგენს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება (IBSE). იგი მოსწავლეებისგან მოითხოვს საკვლევი კითხვების შემუშავებას და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. მიჩნეულია, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას.

პროექტი Chain Reaction დაფინანსებულია ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული.

პროექტის მიზნები:

  • პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მასალების გავრცელება;
  • IBSE-ის ხელშეწყობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ამ კუთხით;
  • სკოლებსა და საბუნებისმეტყველო განათლების სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის დამყარება;
  • ევროპის მასწავლებელთა ქსელის ხელშეწყობა;
  • ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება;

a_0

“This project has received funding from the European Union’s Seventh Framework Programme for research, technological development and demonstration under grant agreement no [321278].”